ძლიერმა ქარმა თბილისში რამდენიმე ხე მოგლიჯა, დაზიანებულია მანქანებიც

ძლიერმა ქარმა თბილისში რამდენიმე ხე მოგლიჯა, დაზიანებულია მანქანებიც

ძლიერმა ქარმა თბილისში რამდენიმე ხე მოგლიჯა, დაზიანებულია ელექტროგადამცემი სადენები. ასევე სხვადასხვა რაიონში დაზიანებულია რამდენიმე ავტომანქანა. მოგლეჯილი ხეების ნაწილი გურამიშვილის გამზირზე გზის სავალ ნაწილზე დაეცა. შესაბამისმა სამსახურმა ისინი ტერიტორიიდან უკვე გაიტანა.

ამინდი საქართველოს მასშტაბით გუშინ საღამოს გაუარესდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასები გავრცელების გამო, მთაში თოვდა, ქროდა ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

ამასთან, უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ორი რეისი არ შესრულდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, თურქეთის მიმართულებით დაგეგმილი "თურქიშ ეარლაინსის" მიერ დაგეგმილი ორი რეისიდან ერთი გადაიდო, ერთი კი გაუქმდა. აეროპორტში განმარტავენ, რომ რეისების გადადებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება თავად ავიაკომპანიამ მიიღო.

რაც შეეხება სხვა რეისებს, როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აღნიშნავენ, ყველა რეისი გეგმის მიხედვით შესრულდა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია