"სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელს მეუღლესთან ერთად თავს დაესხნენ

"სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელს მეუღლესთან ერთად თავს დაესხნენ

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელს ზვიად კუპრავას თავს დაესხნენ. კუპრავას საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მაშინ დაესხნენ თავს, როდესაც ის მეუღლესთან და შვილთან ერთად სადარბაზოში შედიოდა. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

ზვიად კუპრავასთან ერთად დაშავებულია მისი მეუღლეც. კუპრავას ცივი იარაღით ჭრილობები აქვს მიყენებული, მის მეუღლეს კი ხელი აქვს მოტეხილი. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მათ გადაუდებელი დახმარება გაეწიათ.

თავდამსხმელის ვინაობა ზვიად კუპრავასთავის უცნობია, თუმცა ის მომხდარს მის საქმიანობას და ხელისუფლების კრიტიკას უკავშირებს.

"ამ ეტაპზე ვერ მოგახსენებთ თუ რამ გამოიწვია და საიდან მომდინარეობდა თავდასხმა ჩემზე. ჩემი ვარაუდით, ეს მომდინარეობს იმ ქმედებებიდან, რასაც მე და ჩემი არასამთავრობო ორგანიზაცია ეწევა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ჩვენ რაზეც ვმუშაობთ, ეს არის დაცვის პოლიციაში არსებული 28 მილიონი ლარის გარღვევა ", - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია