ავარიის შედეგად დაშავებული სამართალდამცველი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

 ავარიის შედეგად დაშავებული სამართალდამცველი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გუისხმობს, რამას სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმეს პროკურატურა იძიებს.

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ხამისკურში რამოდენიმე საათის წინ მოხდა. შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ექვსი თანამშრომელი ავარიაში მოყვა. მათგან ერთი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში შეყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ერთი კი რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კიდევ ოთხი დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობენ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია