ზაჰესში მოკლული ცოლ-ქმრის შესახებ ადგილობრივები ახალ დეტალებს ყვებიან

ზაჰესში მოკლული ცოლ-ქმრის შესახებ ადგილობრივები ახალ დეტალებს ყვებიან

ზაჰესში, საკუთარ მაღაზიაში მოკლული ცოლ-ქმრის შესახებ, ადგილობრივები ახალ დეტალებს ყვებიან. მათი ინფორმაციით, ქალი და მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული.

მეზობლად მცხოვრებლებმა დილით გაიგეს ინციდენტის შესახებ. ადგილობრივების თქმით, მოკლული ცოლ-ქმარი მარკეტთან ახლოს, იმავე ქუჩაზე ცხოვრობდა.

"მაღაზია სახლის ეზოში ჰქონდათ. უშუალო თვითმხილველი არ ყავს ფაქტს, გახმაურდა და გავიგეთ დილით. სამუშაო საათები დასრულებული ჰქონდათ ალბათ, ჩვენი მაღაზია საღამოს 9-ზე იკეტება და ეგენი 11-მდე მუშაობდნენ. ალბათ დაკეტვის პროცესში მოხდა... წინა კარების დაკეტვა მოასწრეს და გვერდზე კარები, საიდანაც გადიან, ის კარები იყო ღია და იქედან დაესხნენ... ცეცხლსასროლი იარაღით არიან მოკლული... ადგილიდან ტყვიები ამოიღეს. თანხა ადგილზეა და წაღებული არაფერია. პატრული დილით სადისტრიბუციო მანქანამ გამოიძახა. რომ ვერ დაუკავშირდნენ, მაღაზიაში შევიდნენ და იპოვეს გარდაცვლილები" - ყვება მარინა სალდაძე, რომელიც მოკლული ცოლ-ქმრის მაღაზიის მოპირდაპირე მაღაზიაში მუშაობს.

იხილეთ ვიდეო

ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები ჯერ კიდევ მუშაობენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 109 მუხლებით დაიწყო. 236-ე მუხლი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-შეძენა-ტარებას, 109-ე კი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 11-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია