მკვლელობა რუსთავში: ბაზრობის მეწილე საკუთარ კაბინეტში მოკლული იპოვეს

მკვლელობა რუსთავში: ბაზრობის მეწილე საკუთარ კაბინეტში მოკლული იპოვეს

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის, შპს "ერთობის" ტერიტორიაზე მკვლელობა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მოკლულია ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე, რომლის ცხედარიც სამუშაო კაბინეტში იპოვნეს. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღითაა ჩადენილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა) მუხლებითაა აღძრული.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია