რუსთავში ხანძრის შედეგად 50-წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა

რუსთავში ხანძრის შედეგად 50-წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა

რუსთავში, კონსტიტუციის ქ. #63 საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძრის შედეგად 50-წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა .

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი საწოლს ეკიდა და სახლში მყოფი ქალი კვამლის შედეგად გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებული იყო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური და სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა, შუახნის ქალი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია