თემქაზე მშენებარე ობიექტიდან 26 წლის ბიჭი გადმოვარდა და გარდაიცვალა

თემქაზე მშენებარე ობიექტიდან 26 წლის ბიჭი გადმოვარდა და გარდაიცვალა

თემქაზე მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცავალა. 26 წლის ახალგაზრდას საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია უტარდებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მშენებლობის მესამე სართულიდან გადმოვარდა.

საავადმყოფოში იმყოფებიან ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის წარმომადგენლები, რომლებიც შეისწავლიან იყო თუ არა მშენებლობაზე შრომის უსაფრთხოების ნორმები დაცული. შრომის ინსპექციის დეპარტამენტის წარმომადგენლები ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერებასაც გეგმავენ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია