მარნეულში 12 წლის ბიჭი მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა

მარნეულში 12 წლის ბიჭი მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა

ტრაგიკული შემთხვევა მოხდა მარნეულში - არასრულწლოვანი მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მარნეულის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე, 12 წლის ვ.გ მატარებლის ლიანდაგზე მიდიოდა, ბიჭს ყურსასმენები ეკეთა, რის გამოც მოახლოებული მატარებლის სიგნალი ვერ გაიგონა, მემანქანემ დამუხრუჭება ვერ მოასწრო და მოზადს დაეჯახა.

შემთხვევა გუშინ მოხდა, როდესაც არასრულწლოვანი სკოლიდან შინ ბრუნდებოდა. მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და ბიჭი დაიღუპა.

როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია