ლიფტის შახტაში ჩავარდნილი ქალის მდგომარეობა მძიმეა

ლიფტის შახტაში ჩავარდნილი ქალის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში, ლიფტის შახტაში დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკა "მედინაში" განუცხადეს, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მას ხერხემლისა და გულმკერდის მალების კომპრესიული მოტეხილობა აღენიშნება.

"პაციენტს ზურგის ტვინის, ნეკნების ორმხრივი - მრავლობითი დაზიანება აქვს, ასევე, პნევმოთორაქსი აღენიშნება",- აცხადებენ კლინიკა "მედინაში".

ბათუმში, ლიფტის შახტაში 40-წლამდე ასაკის ქალი ჩავარდა. შემთხვევა საზღვაო ჰოსპიტალში მოხდა. დაშავებული კლინიკა "მედინაშია" გადაყვანილი.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად დაზიანებას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია