ხარაგაულში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება მოხდა, დაშავებულია სამი მუშა

ხარაგაულში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება მოხდა, დაშავებულია სამი მუშა

"რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის" ცნობით, ამ წუთებში ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირიდან" აცნობეს, ადგილობრივი დასაქმებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მძიმედაა დაშავებული სამი მუშა.

მათივე ინფორმაციით, მუშები რამდენიმე დღის წინ შრომითი უსაფრთხოების ნორმების უხეშ დარღვევას აპროტესტებდნენ, რის შემდეგაც ადგილზე შრომის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტი ჩავიდა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია