რიკოთზე ავარიაში დაღუპულებს შორის, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი გოგონა არიან

რიკოთზე ავარიაში დაღუპულებს შორის, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი გოგონა არიან

რიკოთზე მომხდარი შემზარავი ავარიის დროს, რომელსაც 6 ადამიანი ემსხვერპლა, ავტომანქანაში ქანთარიების და ვაჩანძეების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. დაღუპულებს შორის ახალგაზრდა ცოლ-ქმარია, რომელთაც თან ჰყავდათ მცირეწლოვანი ქალიშვილი. 21 წლის ცოლ-ქმარი, დასავლეთიდან თბილისისკენ ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ერთად "მინი ვენით" მგზავრობდნენ, რა დროსაც ტრაილერი დაეჯახათ. არსებული ინფორმაციით, ტრაილერი გზის საპირისპირო მხარეს მოძრაობდა.

ავარიის შედეგად, ადგილზე დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. ოჯახის კიდევ ერთი წევრი, ახალგაზრდა გოგონა, მიღებული ტრავმებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა. ავტომანქანის მძღოლი, 44 წლის მამაკაცი გადარჩა, ის ხაშურის საავადმყოფოში მსუბუქი დაზიანებებით შეიყვანეს და მალევე გაწერეს.

ტრაილერის მძღოლი დაკავებულია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტოში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას 6-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასევე იხილეთ: კადრები რიკოთიდან, სადაც მომხდარ ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია