რა მოხდა "ვარკეთილის" მეტროში - თვითმხილველი შემთხვევის დეტალებს ყვება

რა მოხდა "ვარკეთილის" მეტროში - თვითმხილველი შემთხვევის დეტალებს ყვება

მეტროსადგურ "ვარკეთილში" მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოებში გადაჰყავთ. როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა განაცხადა, დაინახა, როგორ ჩამოინგრა ე.წ. შეკიდული ჭერი და ის ბაქანზე მდგომ მოქალაქეებს დაეცა. ამასთან, თვითმხილველების ინფორმაციით, სავარაუდოდ, დაშავებულია ათამდე ადამიანი.

"ესკალატორის ბოლო საფეხურიდან ჩავდიოდი, როცა დავინახე, რომ ჭერი ჩამოინგა და ქვეშ მოყვნენ ადამიანები, რომლებიც მატარებელს ელოდებოდნენ. როგორც ამბობენ, დაშავებული სამ მოქალაქეზე მეტი უნდა იყოს, თუმცა სავარაუდოდ, გარდაცვლილი არავინაა. სამაშველო ბრიგადებს ისინი ამ წუთებში გამოჰყავთ და სასწრაფო დახმარების ბრიგადებს საავადმყოფოში მიჰყავთ", - განუცხადა AMBEBI.GE-ს თვითმხილველმა.

იხილეთ ვიდეო: "დავინახე რომ მთლიანი ჭერი ჩემკენ ეცემა, საშინელი სანახავი იყო, ისტერიულად ვყვიროდი"

კიდევ ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ ჭერის ჩამონგრევის შემდეგ ძლივს ამოაღწიეს მეტროსადგურიდან:

"შუქები ჩამქრალი იყო და ძლივს ამოვაღწიეთ... გვიყვიროდნენ, ფრთხილად ადით, დენმა არ დაგარტყათო. ძალიან შეგვეშინდა ყველას. როგორც დავითვალეთ, 6-7 ადამიანი ამოიყვანეს დაშავებული" - ამბობს თვითმხილველი.

მეტროსადგური "ვარკეთილი" გადაკეტილია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო, სასწრაფო და საპატრულო ბრიგადები.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია