აწყურში ხანძრის სრული ლოკალიზება ვერ ხერხდება

აწყურში ხანძრის სრული ლოკალიზება ვერ ხერხდება

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოფელ აწყურში ხანძრის სრული ლოკალიზება ვერ ხერხდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სატყეო დეპარტამენტის უფროსმა, პაპუნა ხაჩიძემ განუცხადა, ტერიტორია, სადაც ცეცხლია მოდებული, კვამლით არის მოცული, რის გამოც ხილვადობა დაბალია, ხაჩიძის განმარტებით ცეცხლის შედეგად დაახლოვებით 20-25 ჰექტარი ტყის მასივია დამწვარი.

მისივე ცნობით, ცეცხლის ჩასაქრობად ადგილზე მაქსიმალურად არის მობილიზებული სამაშველო ძალები და ტექნიკა;

აწყურში იმყოფებიან გარემოს დაცვის ინსპექციისა და სატყეო სააგენტოს სპეციალისტები, შს სამინისტროს თანამშრომლები, ხანძრის ლოკალიზების პროცესში აქტიურად არის ჩართული მოსახლეობაც, თუმცა ცუდი ხილვადობის გამო, მუშაობა გართულებულია.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია