წინასწარი ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ახალგაზრდამ ცურვა არ იცოდა.
ირაკლი ამირგულაშვილი ტბიდან თვითმხილველებმა გამოიყვანეს. ამირგულაშვილს პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გარდაცვლილის ცხედარი ქალაქის პროზექტურაში გადაასვენეს.