ჩინეთის სამხრეთ -დასავლეთით პროვინცია განსუში ზვავის ჩამოწოლის ჩედეგად 1117 ადამიანი დაიღუპა, 627 კი დაკარგულად ითვლება, - იუწყება BBC News.
ქალაქი ჩჟოუცუი მდინარე ბაილუნმა მთლიანად დატბორა, სამაშველო ოპერაციებში მაშველებთან ერთად სამხედრო მოსამსახურენიც მონაწილეობენ.
ამ ეტაპზე ნანგრევებიდან მხოლოდ ორი ადამიანია გამოყვანილი.
უამინდობა ქვეყანაში 7 აგვისტოს დაიწყო და მეტეოროლოგთა განცხადებით უახლოეს დღეებში ვითარება არ შეიცვლება.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.