სენაკი-აბაშის ავტომაგისტრალზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია. გარდაცვლილია ბავშვების დეიდა და 22 წლის გოგონა, რომელიც მანქანას მართავდა.
დაზიანებები მიიღეს ბავშვების დედამ, რიტა გულბანმა და მისმა მამამ მურმან გულბანმა. ისინი ქუთაისის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ექიმების განცხადებით, რიტა გულბანს ლავიწის ძვლის მოტეხილობა და სხეულის დაჟეჟილობა აღენიშნება, მურმან გულბანს კი ქალა ტვინის დახურული ტრავმა და ტვინის შერყევა აქვს. როგორც ექიმები აცხადებენ, მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
დაზარალებულები "ფოლკსვაგენის" ჯიპით მგზავრობდნენ, სადაც 8 ადამიანი იჯდა. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, საპირისპირო მხარეს გადავიდა, თხრილში ჩავარდა და ხეს შეეჯახა.