პარლამენტის შენობასთან დევნილებისა და გარემოვაჭრეების საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეები პარლამენტთან მსვლელობით ავლაბრის რეზიდენციიდან მივიდნენ და საპროტესტო აქციის დაწყებას აპირებდნენ. ამ მომენტში გამოჩნდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც აქციის ორგანიზატორების, ლაჩა ჩხარტიშვილისა და ალეკო შალამბერიძის დაკავებას ცდილობდნენ.
ფიზიკური დაპირისპირების შედეგად აქციის მონაწილეებმა სხეულის დაზიანებები მიიღეს.
საბოლოოდ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს "ხალხის პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო შალამბერიძე და მოძრაობა "არას" რამდენიმე აქტივისტი.
ლაშა ჩხარტიშვილი კი დაკავებას გადაურჩა, დევნილებმა და გარემოვაჭრეებმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მისი წაყვანის შესაძლებლობა არ მისცეს.
შემთხვევის ადგილზე თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი გიორგი გეგეჭკორიც იმყოფებოდა.
აქციის მონაწილეები ამ წუთებშიც პარლამენტის შენობასთან რჩებიან და საპროტესტო აქციის გაგარძელებას აპირებენ, თუმცა ვითარება ბოლომდე განმუხტული არ არის.