მანილაში გატაცებული ტურისტების ავტობუსი პოლიციამ გაათავისუფლა

მანილაში გატაცებული ტურისტების ავტობუსი პოლიციამ გაათავისუფლა

პოლიციამ გაათავისუფლა ავტობუსი, რომელიც ყოფილმა ფილიპინელმა პოლიციელმა რონალდო მენდოსამ გაიტაცა და 25 მგზავრი მძევლად აიყვანა. როგორც ”სქაი ნიუსი” იუწყება, ავტობუსიდან 4 მძევალი გამოიყვანეს. თავად მენდოსა, წინასწარი მონაცემებით, მოკლულია. 

დანარჩენი მძევლების მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია. დადასტურებულია, რომ ერთ-ერთი მძევალი მოკლულია.

ფილიპინების დედაქალაქ მანილაში სამსახურიდან დათხოვნილმა პოლიციელმა ტურისტული ავტობუსი გაიტაცა, რომლითაც 25 ჰონკონგელი მოგზაურობდა.

გამტაცებელი - როლანდო მენდოსა სამართალდამცველი სტრუქტურიდან 2008 წელს გაუთავისუფლებიათ, რისი მიზეზიც ქურდობა, გამოძალვა და ნარკობიზნესთან კავშირი ყოფილა. გამტაცებელი სამსახურში აღდგენას ითხოვდა.

მომზადებულია itar-tass-ის მიხედვით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ