წყალდიდობამ პაკისტანში ახალი ტერიტორიები მოიცვა

წყალდიდობამ პაკისტანში ახალი ტერიტორიები მოიცვა

პაკისტანში მომხდარმა წყალდიდობამ კიდევ ასობით ათასი ადამიანი აიძულა საკუთარი სახლები დაეტოვებინა.

ქალაქ ტატას პროვინცია ცინდში წყალმა ათობით სოფელი დატბორა, საიდანაც 200 ათასი ადამიანი გამოიყვანეს.

ამ ეტაპზე წყლის ნაკადს სახლები აკავებს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ შენობებმა სტიქიას ვერ გაუძლო, კიდევ უფრო დიდი ტერიოტორიის დატბორვაა მოსალოდნელი.

რაც შეეხება ჩრდილოეთ ნაწილს, რომელიც დატრობორილი აღარაა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

თუმცა ამ მომენტამდე 800 ათასი ადამიანი სამყაროსგან კვლავ მოწყვეტილია რჩება, მათ გამოსაყვანად გაერომ დამატებითი ვერტმფრენები გამოითხოვა. 

5 მილიონი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა და მათ სასწრაფოდ ესაჭიროებათ კარვები, რათა დამწველ მზეს თავი აარიდონ.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია