საქართველოს ყველა რეგიონს და თბილისს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენელმა ნინო ჯერანაშვილმა განუცხადა, ელექტროენერგიის გათიშვა 500 კილოვოლტიან გადამცემ ხაზ ”ქართლი-2”-ზე მომხდარმა ავარიამ გამოიწვია.
ავარიის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ჯერანაშვილის ინფორმაციით, ავარიის ადგილზე სპეციალისტები უკვე მუშაობენ და ელექტროენერგიის მიწოდება, სავარაუდოდ, 19:00 საათისთვის აღდგება.