27 აგვისტოს დილით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში მოხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
გურიის საგანგებო სიტუაციათა სამსახურში განაცხადეს, რომ ერთმანეთს მინერალური წყლების გადამტანი ავტომანქანა "მანი" და "ოპელ-ომეგა" შეეჯახნენ.
მსუბუქ ავტომობილში მყოფი ორი ადამიანი - 45 წლის დათო გიორგაძე და 35 წლის ერეკლე კვერღელიძე ადგილზე დაიღუპნენ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გურიაში ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.