ირანში მიწისძვრას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ირანში მიწისძვრას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ირანის ჩრდილოეთით 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. ვრცელდება ცნობები 3 დაღუპულისა და 40-მდე დაშავებულის შესახებ.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრა პარასკევს, ადგილობრივი დროით 22:53 საათზე მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ სამნანიდან დასავლეთით 105 კმ-ში განისაზღვრა. მიწისძვრის კერა მიწის ზედაპირიდან 10 კმ სიღრმეში მდებარეობდა.

ირანის "წითელი ნახევარმთვარის" კომიტეტის მონაცემებით, დაღუპულთა შორის 2 ბავშვი და ერთი ხანდაზმული ქალია. სტიქიამ ქალაქ დამგანის სიახლოვეს 6 სოფელი გაანადგურა, რომლებიც მიწისძვრის ეპიცენტრში მდებარეობდნენ.

ირანში, რომელიც დედამიწის 10 ყველაზე სეისმურ რაიონში მდებარეობს, ლამის ყოველ ათ წელიწადში ერთხელ ფიქსირდება 7,0-ზე მეტი მაგნიტუდის მიწისძვრა. 2003 და 2005 წლებში ამ ქვეყანაში სტიქიურმა უბედურებამ 31 ათასზე მეტი ადამინის სიცოცხლე შეიწირა. უძველესი ირანული ქალაქი ბამი კი მთლიანად დაინგრა, რომლის აღდგენა ჯერაც მიმდინარეობს.

მომზადებულია AFP-ის მიხედვით.  

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა