ტყიბულის მაღაროში დაშავებული შვიდივე მაღაროელი თბილისის დამწვრობის ცენტრში იმყოფება

ტყიბულის მაღაროში დაშავებული შვიდივე მაღაროელი თბილისის დამწვრობის ცენტრში იმყოფება

ორი მაღაროელი ღუდუშაურის სახელობის კლინიკიდან დამწვრობის ცენტრში დღეს გადაიყვანეს. ყველა პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

აფეთქება ტყიბულის მაღაროში 27 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა. აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

ტყიბულის მინდელის სახელობის მაღარო "საქნახშირს" ეკუთვნის, რომელიც "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" შვილობილი კომპანიაა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია