რუსეთის შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსანი ბანაობისას დაიღუპა

რუსეთის შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსანი ბანაობისას დაიღუპა

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილე იური ივანოვი ბანაობისას დაიღუპა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გამოცემა "კრასნაია ზვედზა" იუწყება.

გამოცემამ სამგლოვიარო განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ იური ივანოვი ტრაგიკულად დაიღუპა. ამასთან, არც შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა და არც რუსული მედია მაღალჩინოსანი სამხედროს გარდაცვალების გარემოებათა შესახებ დეტალებს არ ავრცელებს.

იური ივანოვი 1957 წელს დაიბადა. მან სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა და ჯერ საბჭოთა, შემდეგ კი რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. ამასთან, ივანოვი 2000 წელს, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის დასრულების შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში კონფლიქტის ზონაში საბრძოლო ამოცანებს ასრულებდა.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე