მესტიის რაიონში ხანძარი ლიკვიდირებულია

მესტიის რაიონში ხანძარი ლიკვიდირებულია

ლატალის თემის სოფელ მაცხვარიშთან ხანძარი, პრაქტიკულად, ლიკვიდირებულია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მესტიის რაიონის გამგებელმა, გოჩა ჭელიძემ განუცხადა.

მისივე ცნობით, ამ წუთებში ცეცხლის ბოლო კერების ლიკვიდაცია მიმდინარეობს.

ხანძარი დასახლებულ ადგილს არ შეხებია. ლატალის თემში ტყე, დაახლოებით, 400 კვ/მ-ზე დაზიანდა.

ადგილზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის თანამშრომლები მუშაობენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია