ხაშურის რაიონში ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

ხაშურის რაიონში ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

ხაშურის რაიონში ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის - ერთი 15 წლის მოზარდი.

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ცხრამუხასთან მოხდა. ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

მძღოლი თავის ტვინისა და მუცლის ღრუს დახურული ტრავმებით ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მოგვიანებით გარდაიცვალა.

ავტოავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა გახდა.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია