ძაბვის ვარდნის გამო დღეს თბილისის მეტროპოლიტენი 50 წუთის განმავლობაში პარალიზებული იყო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს, 14:05 საათიდან 14:55 საათამდე მეტროპოლიტენის ორივე ხაზი გაითიშა. შესაბამისად, ელექტროენერგიის მიწოდებაში არსებული პრობლემების გამო ყველა ვაგონი რამდენიმე წუთით გვირაბებში იდგა.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მეტროპოლიტენის შიდა კვების წყაროს მეშვეობით შესაძლებელი გახდა, გვირაბებში გაჩერებული ვაგონების მეტროს სადგურის ვაგონებამდე მიყვანა, რითაც მგზავრების უსაფრთხო ამოყვანა მოხერხდა.
თბილისში ცოტა ხნით გათიშული იყო შეუქნიშნებიც.
დედაქალაქსა და რეგიონებში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა 14:00 საათის შემდეგ შეიქმნა. როგორც "ინტერპრენიუსს" საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში განუცხადეს, ელექტროენერგიის რამდენიმე წუთით გათიშვა სისტემის ერთი ხაზიდან მეორეზე გადართავს უკავშირდებოდა. შესაბამისად, ელექტროსისტემაში ელექტროენერგიის ავარიულ გათიშვას უარყოფენ.