სამი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა ოზურგეთის რაიონში წუხელ მომხდარი ავტოავარიის შედეგად. სამი დაღუპულიდან ერთი მცირეწლოვანი ბავშვი და ორი ქალი არიან.
ავტოსაგზაო შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში მოხდა.
მცხეთიდან მომავალი "ჯიპი", რომელსაც ექიმი ციცო ხარაიშვილი მართავდა, საპირისპირო მხარეს მოძრავ "ჯიპს" შეეჯახა.
თავად ხარაიშვილი და მის მანქანაში მყოფი კიდევ ერთი ქალი ადგილზე დაიღუპნენ, წლის და ორი თვის ბავშვი კი, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, დღეს დილით გარდაიცვალა.
დაშავებულები არიან პარლამენტის ყოფილი წევრი ვასილ ჩიგოგიძეც და მის ავტომანქანში მყოფი პირებიც. ჩიგოგიძე იმ მანქანას მართავდა, რომელსაც ხარაიშვილის "ჯიპი" შეეჯახა.
დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, მათ მრავლობითი მოტეხილობა და დაჟეჟილობა აღენიშნებათ.