ქალი, რომელიც შეყვარებულის სახლში ბუხრიდან შეღწევას ცდილობდა, საკვამურში გაიჭედა და დაიღუპა

ქალი, რომელიც შეყვარებულის სახლში ბუხრიდან შეღწევას ცდილობდა, საკვამურში გაიჭედა და დაიღუპა

კალიფორნიის ქალაქ ბეიკერსფილდში 49 წლის ექიმი ჟაკლინ კოტარაკი შეყვარებულის სახლში საკვამურიდან ჩაძრომისას დაიღუპა.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, გარდაცვლილ ქალბატონს სატრფოსთან - 58 წლის უილიამ მუდისთან ერთობ დაძაბული ურთიერთობა ჰქონია. ისინი გამუდმებით შორდებოდნენ და შემდეგ ისევ ურიგდებოდნენ ერთმანეთს. იმ საბედისწერო დღეს, მორიგი კონფლიქტისას თურმე კოტარაკს მუდისთან კარიდან შეღწევა რომ ვერ მოუხერხებია, სახურავზე კიბით ასულა, რათა ბინაში საკვამურიდან ჩასულიყო. მამაკაცს კი ამ დროს კონფრონტაციისთვის თავის არიდების მიზნით სახლი რამდენიმე დღით დაუტოვებია.

საკვამურში ჩაძრომა კოტარაკისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. გარდაცვლილი მხოლოდ მესამე დღეს აღმოაჩინეს, როდესაც ბინაში მოახლე შვილთან ერთად მივიდა. მათ შენიშნეს, რომ ბუხრიდან მყრალი სუნი გამოდიოდა და სითხე წვეთავდა. მოახლემ საკვამურში ფანარი შეანათა და გარდაცვლილი ქალბატონის გვამი აღმოაჩინა.

მეხანძრეებს ბუხრის საკვამურში გაჭედილი გვამის გამოსატანად 5 საათი დასჭირდათ. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერაც არ დადგენილა, თუმცა მიუხედავად უცნაურად ტრაგიკული ფაქტისა, მასში სამართალდამცველები ბოროტმოქმედების კვალს ჯერჯერობით ვერ ხედავენ.

მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით. 

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია