ნიუ-იორკის მკვიდრი 40-სართულიანი სახლის სახურავიდან გადმოხტა და გადარჩა

ნიუ-იორკის მკვიდრი 40-სართულიანი სახლის სახურავიდან გადმოხტა და გადარჩა

ნიუ-იორკის მკვიდრი 40-სართულიანი სახლის სახურავიდან გადმოხტა და გადარჩა. 22 წლის ტომას მეიგილი ცათამბჯენის სახურავიდან გადმოხტა და სახლთან ახლოს მდგარ ავტომობილ Dodge Charger-ს დაენარცხა. ვარდნისას მან მანქანის მინა ჩაამსხვრია და უკანა სავარძელზე დავარდა.

ავტომობილის მფლობელმა გაი მაკკორმაკმა განაცხადა, რომ უიღბლო თვითმკვლელის სიცოცხლე ჯაგრისებმა გადაარჩინეს, რომელიც ყოველთვის მანქანაში აქვს. 

მეიგილმა ორივე ფეხი მოიტეხა. პოლიციის ინფორმაციით, ის კრიტიკულ მდგომარეობაშია. სამართალდამცველები მომხდარის გარემოებებს იძიებენ.

"ასოშეიტედ პრესის" ინფორმაციით, მეიგილი ნიუ-იორკის ერთადერთი მკვიდრი არ არის, ვინც ცათამბჯენიდან ჩამოვარდა და გადარჩა. 2007 წლის დეკემბერში ფანჯრების მწმენდავი ალ სიდეს მორენო 47-ე სართულიდან ჩამოვარდა და გადარჩა.

მომზადებულია ap.org-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს