ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა.
როგროც "ინტერპრესნიუსს" დამწვრობის ცენტრში განუცხადეს, 43 წლის მალხაზ ჭანტურიძე წუხელ გარდაიცვალა.
ექიმების ინფორმაციით, ჭანტურიძეს კანის 60%-ის, ასევე, სასუნთქი გზების დამწვრობა და სეიოზული დაზიანებები აღენიშნებოდა. იგი სასუნთქ აპარატზე იყო მიერთებული.
ამჟამად ცენტრში კიდევ 6 მაღაროელი იმყოფება. მძიმეა გიორგი ობოლაძის მდგომარეობა.
პაციენტები დამწვრობის ცენტრში 29 აგვისტოს მოათავსეს. ყველა დშავებული კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
აფეთქება მინდელის სახელობის მაღაროში 27 აგვისტოს საღამოს მოხდა. სამი მაღაროელი ადგილზე დაიღუპა.