ტაჯიკეთის ქალაქ ხუჯანდში, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოსთან ძლიერი აფეთქება მოხდა: დაჭრილია 20 მილიციელი, არიან დაღუპულებიც. აფეთქება თვითმკვლელმა-ტერორისტმა განახორციელა, რომელიც დანაღმული ავტომობილით შენობაში შეიჭრა.
აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ სერიოზულად დაზიანდა შენობაც. აფეთქებისგან ხანძარი გაჩნდა, რომლის ჩასაქრობად რამდენიმე სახანძრო ჯგუფი მუშაობდა.
გამომძიებლებმა შემთხვევის ადგილზე ავტომანქანა ”გაზ 24 ვოლგის” ნაწილებსა და თვითმკვლელი-ტერორისტის სხეულის ფრაგმენტებს მიაკვლიეს. აფეთქების სიმძლავრე დგინდება.
მომზადებულია interfax.ru-ს მიხედვით.