3 სექტემბერს ღამით აზერბაიჯანის სამხრეთით, ლიანკარანის რაიონის ერთ-ერთ სოფელში უცნობმა პირებმა მეჩეთის ეზოში შეკრებილ ადგილობრივებს ცეცხლი გაუხსნეს.
ინციდენტი სოფელ გუმბაშში შუაღამისას მოხდა. დამნაშავენი სოფელში მეზობელი რაიონიდან ავტომობილებით მოვიდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა მოსახლეობას ცეცხლი შაშხანიდან გაუხსნა. შედეგად, ერთი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი მკერდის არეში დაიჭრა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა, ექიმების თქმით, დამაკმაყოფილებელია.
თავდასხმის მიზეზი აქამდე უცნობია. რაიონის პროკურატურაში ინციდენტის რელიგიურ მოტივებს გამორიცხავენ. მათი ინფორმაციით, ორი თავდამსხმელი უკვე დაკავებულია, კიდევ ხუთი პირი იძებნება.
მომზადებულია apa.az-ის მიხედვით.