ენგურში გადავარდნილ ავტომობილს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ

ენგურში გადავარდნილ ავტომობილს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ

მდინარე ენგურში ავტომობილს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულმა, ზაზა გოროზიამ აცნობა, ჯერ ვერ მოხერხდა ვერც ავტომობილის და ვერც მგზავრების პოვნა.

მისივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მხოლოდ ავტომობილის სანომრე ნიშნები იპოვეს, რომლის საშუალებითაც დადგინდა, რომ ავტომობილი მცხეთაშია რეგისტრირებული.

ავტომობილში, რომელიც მდინარე ენგურში სოფელ ხაიშთან ორი დღის წინ გადავარდა, სავარაუდოდ, სამი მგზავრი იმყოფებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია