3 სექტემბერს პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ კვეტეში ადგილობრივ შიიტთა მიტინგზე აფეთქება მოხდა, რის შედეგად, სულ ცოტა, 43 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა.
კვეტეში მიტინგი პალესტინელთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იმართებოდა, რომელიც მრავალ მუსულმანურ სახელმწიფოში აღინიშნება. ამასთან, ინციდენტი რამადანის უკანასკნელ პარასკევს დაემთხვა.
კვეტეში აფეთქებას წინ რამდენიმე ტერორისტული აქტი უსწრებდა. ამავე დღეს პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ მერდანში ტერორისტ-კამიკაძემ თავი მეჩეთთან აიფეთქა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ადგილობრივი მოსახლე კი დაშავდა. ამავე დღეს ქალაქ პეშავარში ბომბი საპატრულო ავტომობილის სიახლოვეს აფეთქდა, რის შედეგად 3 პოლიციელი დაიჭრა.
მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.