3 სექტემბერს ღამით უკრაინაში, პუსტომიტოვის რაიონში ადგილობრივი საბჭოს დეპუტატი იაროსლავ ფედინი თავისი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს. დეპუტატს ხელ-ფეხი "სკოჩით" ჰქონდა შეკრული, აკრული ჰქონდა პირიც. მედიკოსებმა გარდაცვლილის თავსა და სხეულზე ძალადობის უამრავ კვალს მიაგნეს.
მკვლელობის ადგილზე მილიციისა და პროკურატურის თანამშრომლები მივიდნენ. სამართალდამცველები მომხდარის ვერსიებს ჯერ არ ასახელებენ.
დეპუტატობამდე ფედინი ადგილობრივ საავადმყოფოში მთავარ ექიმად მუშაობდა. ის 31 ოქტომბერს დაგეგმილ უკრაინის ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა.
მომზადებულია unian.net-ის მიხედვით.