ბუინაკსკის ტერაქტში ორი თვითმკვლელი-ტერორისტი მონაწილეობდა

ბუინაკსკის ტერაქტში ორი თვითმკვლელი-ტერორისტი მონაწილეობდა

დადგინდა, რომ 5 სექტემბერს ბუინაკსკში, პოლიგონის "დალნის" კარვების ბანაკში განხორციელებულ ტერაქტში, სავარაუდოდ, ორი თვიმკვლელი-ტერორისტი მონაწილეობდა. 

კარვების ბანაკში დანაღმული ავტომობილის შეჭრისა და აფეთქების გამო სამი ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტმა კი სხეულის დაზიანება მიიღო, რომელთაგან 5 უმძიმეს მდგომარეობაშია. დაშავებულთა შორისაა სატვირთო ავტომობილის მძღოლიც, რომელმაც ტერორისტთა ავტომობილს გზა გადაუჭრა და ბანაკის ცენტრისკენ გზის გაგრძელების საშუალება არ მისცა.

სპეციალისტთა თქმით, თვითმკვლელ-ტერორისტებს გეგმის განხორციელებაში ხელი რომ არ შეშლოდათ, აფეთქება ბანაკის უფრო ხალხმრავალ ადგილზე მოხდებოდა და შესაბამისად, მსხვერპლიც გაცილებით დიდი იქნებოდა.

გამომძიებლები, რომლებიც ბოევიკთა მოტივს შეისწავლიან, ერთ-ერთ ვერსიად მაგომედალი ვაგაბოვის ლიკვიდაციის გამო შურისძიებას განიხილავენ. დაღესტნის უკანონო ფორმირების ლიდერი ვაგაბოვი 2010 წელს, მოსკოვის მეტროში განხორციელებული ტერატქების ერთ-ერთ ორგანიზატორად სახელდება.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა