გვატემალაში ძლიერი წვიმებით გამოწვეული მეწყერის შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაკარგულად ითვლება.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადაბული, თუმცა მეწყერის ხელმეორედ ჩამოწოლის საშიშროების გამო სამაშველო სამუშაოები შეჩერებულია.
ქვეყნის პრეზიდენტმა ალვარო კოლომმა სტიქიურ უბედურება ნაციონალური მასშტაბის ტრაგედიად შეაფასა.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.