ბაღდადში ერაყის სახელმწიფო ტელეარხ "Al-Iraqiya"-ს ცნობილი ტელეწამყვანი რიად ალ-სარაი მოკლეს, იტყობინება სააგენტო "ფრანს პრესი".
"რიად ალ-სარაი მანსურის რაიონში (ბაღდადის დასავლეთი) ავტომობილით მგზავრობისას მოკლეს", - განაცხადა ჟურნალისტმა ახმედ ალ-მულამ.
მისი თქმით, საგზაო პოლიციას, რომელიც იმ რაიონში მორიგებდა, სადაც მკვლელობა მოხდა, გასროლის ხმა არ გაუგონია, თუმცა დაინახეს, თუ როგორ გადავიდა გზიდან ჟურნალისტის ავტომობილი და ზღუდეს შეეჯახა.
35 წლის ჟურნალისტი ტელეარხ "Al-Iraqiya"-ზე 2005 წლიდან პოლიტიკური და რელიგიური შინაარსის პროგრამებზე მუშაობდა.
ორგანიზაციამ "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ტელეწამყვანის მკვლელობის ფაქტი განიხილა და ერაყის ხელისუფლებას ამ დანაშაულის გამოძიებისკენ მოუწოდა. ორგანიზაციის მონაცემებით, ხელისუფლებიდან სადამ ჰუსეინის ჩამოშორების შემდეგ ერაყში "Al-Iraqiya"-ს 15 ჟურნალისტი მოკლეს.
მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.