გუშინ სომალელმა მეკობრეებმა მალტის დროშით მცურავი ბერძნული გემი Olib G დაატყვევეს, რომლის ბორტზეც საქართველოს 15 მოქალაქეა. ქართველთა გარდა გემზე ასევე იმყოფება თურქეთის 3 მოქალაქე. ამ ინფორმაციას კენიის ქალაქ ნაირობში არსებული ორგანიზაცია ”ეკოტერია ინტერნეიშნლი” ავრცელებს.
”მალტის დროში ქვეშ მცურავი ბერძნული სატვირთო გემი ადენის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში, სომალის სანაპიროსთან დაატყვევეს”, - იუწყებიან ორგანიზაციაში.
საერთაშორისო საზღვაო ბიუროს ცნობით, წინა წლებთან შედარებით, 2010 წელს მეკობრეთა თავდასხმებმა საგრძნობლად იკლო, თუმცა ამ დროისთვის მათ ტყვეობაში 24 გემი და 429 მეზღვაური რჩება.
მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით.