ლილოს ბაზრობაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რამაც პანიკა გამოიწვია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შემთხვევის ადგილიდან მოვაჭრეებმა აცნობეს.
"დაახლოებით 13:30 საათზე გავრცელდა ხმა, რომ ბაზრობის ტერიტორიაზე ბომბი იყო შემოტანილი, რამაც ხალხში ძლიერი პანიკა გამოიწვია. ამის შემდეგ შეშინებული ხალხი ცდილობდა, ბაზრობიდან გაქცეულიყო. შედეგად დაზიანდა დიდი რაოდენობით დახლები და მოვაჭრეებმა საქონელიც დაკარგეს", - ამბობენ თვითმხილველები.
მათივე ინფორმაციით, ბაზრობის შესასვლელში სამართალდამცველები იმყოფებიან.
ბაზრობაზე ამ დროისთვის მხოლოდ მოვაჭრეების ნაწილი რჩება და ვითარება შედარებით დამშვიდებულია.