დედაქალაქის რაიონული საბჭოს სიახლოვეს დაუდგენელმა პირმა 50 წლის ქალბატონი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. სავარაუდოდ, მკვლელი მსხვერპლს ავტოსადგომთან ჩაუსაფრდა. ქილერმა "იაგუარიდან" გადმოსულ ქალბატონს კეფის არეში რამდენჯერმე ესროლა.
"მოკლული - 50 წლის ელენა მელნიკოვა, საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ლუქს-ვერსიის" გენერალური დირექტორი იყო. მეზობლებმა სროლის ხმა გაიგეს, რის შემდეგაც გარეთ გამოვიდნენ და საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს მოკლული ელენას ცხედარი აღმოაჩინეს", - განაცხადა ჟურნალისტებთან მილიციის ადგილობრივი განყოფილების თანამშრომელმა.
ბოლო დროს რუსეთში, განსაკუთრებით მოსკოვში, ბიზნესმენებზე თავდასხმები შესამჩნევად გახშირდა, რასაც დამნაშავეთა სამყაროს გააქტიურებითა და კრიმინალური ავტორიტეტების მიერ გავლენის სფეროების გადანაწილებით ხსნიან.
მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.