ეგვიპტეში, სპეციალისტებმა ზვიგენი დაიჭირეს, რომელიც რუს ტურისტებს თავს დაესხა. ზვიგენი ტურისტებს ფეშენებელურ კურორტ შარმ-ელ შეიხის სანაპიროზე გასულ ოთხშაბათს დაესხა თავს.
თავდასხმის შედეგაც ერთ ტურისტს ხელ-ფეხი დაუზიანდა. ხოლო მეორემ - ხელი დაკარგა და ზურგის ტრავმა მიიღო, ამის შედეგად კი გულის შეტევა განუვითარდა.
კიდევ ერთი ინციდენტი ერთი დღით ადრე მოხდა. თავდასხმის შედეგად, ერთი ქალი და მამაკაცი დაშავდა.
დაზარალებული ტურისტები მძიმე მდგომარეობაში კაიროს საავადმყოფოში გადაიყვანეს. რაიონში, სადაც ინციდენტი მოხდა, პლაჟები დროებით დახურეს.
გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შარმ-ელ-შეიხის წყლებში მეორე ზვიგენიც დაიჭირეს.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.