პეტერბურგში ადგილობრივებსა და აზერბაიჯანელებს შორის შეტაკება მოხდა

პეტერბურგში ადგილობრივებსა და აზერბაიჯანელებს შორის შეტაკება მოხდა

სანკტ-პეტერბურგში ადგილობრივებსა და აზერბაიჯანელებს შორის შეტაკება მოხდა. პეტერბურგის სამხრეთით მომხადარ მასობრივ შეტაკებაში მონაწილეობის ბრალდებით, რუსეთის 20 მოქალაქე დააკავეს. ამ დროისთვის დაკავებულები სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს დაკითხვაზე ჰყავთ.

ფაქტთან დაკავშირებით წინასაგამოძიებო მოკვლევა მიმდინარეობს. შეტაკების შედეგად სანკტ-პეტერბურგის 21 წლის მკვიდრი დაშავდა, რომელიც ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას დანით მუცლისა და გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული. დაკავებულ 20 ადამიანს შორის 8 წარმოშობით აზერბაიჯანელია.

წინასწარი ინფორმაციით, რუსებსა და აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენლებს შორის შეტაკება ეთნიკურ საფუძველზე მოხდა. შეტაკებაში 50-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია