ფოთის საზღვაო აკვატორიაში უკრაინული გემი ჩაიძირა

ფოთის საზღვაო აკვატორიაში უკრაინული გემი ჩაიძირა

ფოთის საზღვაო აკვატორიაში უკრაინული გემი "გრიგორი პეტროვსკი" ჩაიძირა. ამის მიზეზი ძლიერი ღელვა გახდა.

გემის ბორტზე ეკიპაჟის 11 წევრი იმყოფებოდა, მათ შორის - ერთი ქალი. მათი გადარჩენა მოხერხდა. ეკიპაჟის წევრების სამაშველო ოპერაციაში ჩართულები იყვნენ სასაზღვრო პოლიციის, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციის მართვის თანამშრომლები, ფოთის პორტის კონტროლის სამსახური.

მშრალტვირთმზიდი გემი, ტვირთის გარეშე, ფოთის პორტის გარე რეიდზე იდგა, ძლიერი ღელვისას მან კონტროლი დაკარგა, პორტის აკვატორიის დამცავ ქვაყრილს შეეჯახა და შუაში გადატყდა.

მესაზღვრეების განცხადებით, გემის ეკიპაჟს წინასწარ ეცნობა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, თუმცა რეაგირებამ დააგვიანა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მოკვლევას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო ოპერატიული სამმართველო აწარმოებს.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია