რიკოთის უღელტეხილზე მეწყრის ჩამოწოლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

რიკოთის უღელტეხილზე მეწყრის ჩამოწოლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

რიკოთის უღელტეხილზე მეწყრის ჩამოწოლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ორი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება .

ადიდებულმა მდინარე ძირულამ რესტორანი "რიკოთი" დატბორა. ძლიერი წვიმის გამო რიკოთის შემოვლით გზაზე გუშინ, 18 ივნისს, მიწა ჩამოიშალა და რამდენიმე ავტომანქანა მოიყოლა.

შემთხვევის ადგილზე წუხელვე ჩავიდნენ პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი და შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი.

სტიქიის შედეგად ხეებიც წაიქცა. როგორც კობა სუბელიანი აცხადებს, ერთი ხე მის ავტომანქანასაც დაეცა, თუმცა, თავად მინისტრი არ დაშავებულა.

"ინტერპრესნიუსი"

 

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია