რამაზ ჩხიკვაძის მეუღლე, ნატაშა კობახიძე გარდაიცვალა

რამაზ ჩხიკვაძის მეუღლე, ნატაშა კობახიძე გარდაიცვალა

გუშინ ჩეხეთში რამაზ ჩხიკვაძის მეუღლე ნატაშა კობახიძე გულის შეტევით გარდაიცვალა. იგი 24 აგვისტოს რამაზ ჩხიკვაძესთან ერთად, რომელიც ამჟამად ჩეხეთში სამკურნალოდ იმყოფება, საქართველოში უნდა ჩამოფრენილიყო. გარდაცვალებამდე ნახევარი საათით ადრე მან რადიო "ობიექტივს" რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრიდან გათავისუფლების შესახებ ინტერვიუ მისცა.

"რამაზი ასეთ მძიმე მდგომარეობაშიც კი განიცდის. რობიკოს რაც დაემართა, ამან ძალიან დაგვამწუხრა. ჩვენ საუკეთესო წლები ერთად გავატარეთ. რამაზმა რობიკოსთან ერთად მთელი ეპოქა შექმნა მსოფლიო თეატრში. სამყარო მათ ფეხებთან იყო. არავინ იცნობდა საქართველოს, საქართველო მსოფლიომ მათი სპექტაკლებით გაიცნო", - განაცხადა ნატაშა კობახიძემ რადიო ”ობიექტივისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

"ეს არ უნდა მომხდარიყო. ასეთი დიდოსტატი, როგორიც რობერტ სტურუაა, არ შეიძლება უცერემონიოდ ქუჩაში მოისროლო. თუმცა რატომ მიკვირს, დიდი რამაზ ჩხიკვაძე ავად არის და ოფიციოზიდან არავის დაურეკავს და არ უკითხავს, რა სჭირს რამაზს, რით დაგეხმაროთო. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ დროს ვცხოვრობთ. ჩვენ ჩვენი სიცოცხლე მივეცით ქვეყანას, ხალხს, ხელოვნებას. რობერტ მაგრად იყავი! შენთვის ყველა კარი ღიაა. ახალი თეატრებით ისტორიას ხელახლა ვერ დაწერენ”, - განაცხადა ნატაშა კობახიძემ. 

როგორც "ამბები.გე"-ს ოჯახის ახლობელმა აცნობა, თუ საბუთები ოპერატიულად მოწესრიგდება, გარდაცვლილის ნეშტს პრაღიდან თბილისში ხვალ გადმოასვენებენ.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია