”შავი პარასკევი - 2011” ინციდენტებით დასრულდა

”შავი პარასკევი - 2011” ინციდენტებით დასრულდა

გუშინ აშშ-ში ტრადიციული გრანდიოზული ფასდაკლების დღე მოეწყო, რომელიც "შავი პარასკევის" სახელითაა ცნობილი.

ამ დღეს მყიდველთა რაოდენობა რამდენჯერმე იზრდება. წელს მაღაზიებთან გრძელი რიგები გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე დადგა. პირველობის მსურველებმა ქუჩებში კარვებიც კი გაშალეს.

2011 წლის "შავ პარასკევს" ფასდაკლება 10-90%-ის ფარგლებში მერყეობდა. მაგალითად მყიდველებს 200 დოლარად ღირებული ტელეფონების შეძენა 35 დოლარად შეეძლოთ. ადამიანებმა, რომლებსაც სანატრელი პროდუქტის იაფად შეძენის საშუალება მიეცათ, საერთოდ დავიწყეს ეთიკის ნორმები.

მაგალითად, არიზონაში ხანშიშესული მამაკაცი ბრბომ იმდენად გაჭყლიტა, რომ მას გული წაუვიდა. პოლიციამ დააკავა ჩხუბისთავი ბაბუაც.

კალიფორნიაში კლიენტები წიწაკის-სპრეების გამოყენებით იშორებდნენ კონკურენტებს თავიდან. ხოლო სამხრეთ კაროლინაში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. ნიუ-იორკში Hollister-ის მაღაზია გაქურდეს, ხოლო პენსილვანიაში გოგონებმა ერთმანეთი გამეტებით, წიხლებით სცემეს.

ვარაუდობენ, რომ 2011 წლის "შავი პარასკევი" ყველა რეკორდს მოხსნის. ორი დღის განმავლობაში მაღაზიებს 152 მლნ ადამიანი მიაწყდა.

გარდა ამისა, 20%-ით გაიზარდა ონლაინ-გაყიდვებიც.

ნიუ-იორკში ამ საგიჟეთის მიმართ საპროტესტო აქციაც მოეწყო. ვოლ-სტრიტის დემონსტრანტები შეშლილ მყიდველებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ და Macy's-ს მაღაზიის შესასვლელს კეტავდნენ.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ხვალისთვის მყიდველთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება და მათი რაოდენობა 212 მლნ-ს მიაღწევს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია