პირველ კლინიკურ საავადმყოფოში მშობიარე გარდაიცვალა, ექიმმა კი თვითმკვლელობა სცადა

 პირველ კლინიკურ საავადმყოფოში მშობიარე გარდაიცვალა, ექიმმა კი თვითმკვლელობა სცადა

პირველი კლინიკური საავადმყოფოს სამშობიარო ბლოკში, გამთენიისას 26 წლის მშობიარე ნინო მარტოიანი გარდაიცვალა, მისმა მკურნალმა ექიმმა კი თვითმკვლელობა სცადა. ამის შესახებ ქართული ტელეკომპანიები იუწყებიან.

როგორც გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, საავადმყოფოში მშობიარე მარტოიანი გუშინ საღამოს მიიყვანეს. საავადმყოფოში მოთავსებამდე მარტოიანის მდგომარეობა ნორმალური იყო და მას ბუნებრივი მშობიარობით უნდა ემშობიარა. სამშობიარო ბლოკში გადაყვანის შემდეგ კი, მდგომარეობა დამძიმდა, პაციენტს დაეწყო ძლიერი სისხლდენა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. ექიმებმა ახალშობილის გადარჩენა მოახერხეს.

საავადმყოფოს ექიმის მაია დოლიძის განმარტებით, მარტოიანს ჩაუტარდა საჭირო თერაპია, ოპერაციული მკურნალობა და რეანიმაციული ღონისძიებები., თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ქართული ტელეკომპანიების ინფორმაციით, გარდაცვლილის მკურნალმა ექიმმა კლარა მელორიანმა თვითმკვლელობა სცადა. იგი მეორე სართულიდან გადახტა.. ექიმი მრავლობითი მოტეხილობებით რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია