თეთროწყაროს რაიონში საარჩევნო უბანს ცეცხლი გაუჩნდა

თეთროწყაროს რაიონში საარჩევნო უბანს ცეცხლი გაუჩნდა

თეთროწყაროს რაიონში, №4-ე საარჩევნო უბანს დღეს დილით ცეცხლი გაუჩნდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ცესკოში განუცხადეს, დოკუმენტაცია არ განადგურებულა და მისი გადარჩენა მოხერხდა .

"უბანზე სერიოზული არაფერი მომხდარა, თუმცა, იქ მუშაობის გაგრძელება ვერ მოხერხდება, რადგან შენობაში წყალი ჩამოდის. ამის გამო ოლქის ხელმძღვანელობა ახალ შენობას ეძებს, სადაც აღნიშნული საარჩევნო უბანი განთავსდება. ხანძრის შედეგად გამოტანილი დოკუმენტაციის გადატანაც იქ მალე მოხდება", - განმარტეს ცესკოში.

"ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, შალვა შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით კი, ხანძრის დროს მათ დააფიქსირეს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები სააჩევნო უბნის დოკუმენტაციას ეზიდებოდნენ და მას მმართველი გუნდის სააგიტაციო "5" ნომრიან სამარშუტო ტაქსში ათავსებდნენ.

"აღნიშნული კანონდარღვევის შესახებ ეცნობა "ნაციონალური მოძრაობის" მაისურში გამოწყობილ საკრებულოს თავმჯდომარე გია მესტვირიშვილს, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მოვითხოვეთ მისაგან აღნიშნულის აღმოფხვრა, რასაც მესტვირიშვილის მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შენობის გადაწვა მოხდა არჩევნების გაყალბებისთვის. მით უმეტეს, რომ საარჩევნო დოკუმენტაციით დატვირთული ავტომანქანები ბანდიტურად გაიტაცეს და გაიგზავნა თბილისის მიმართულებით", - ამტკიცებს თეთრიწყაროში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

მისივე მტკიცებით, ხანძრის ლოკალიზება სწორედ "ქართული ოცნების" აქტივისტებმა განახორციელეს, რადგან ადგილზე გამოძახებულ სახანძრო- სამაშველო სამსახურის ბრიგადას "საკმარისი წყალი არ აღმოაჩნდა".

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია